ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ფოტოგრაფს, ლაშა ფალავანდიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილს ხუთ-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო.
როგორც ცნობილია, ორი დღის წინ საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე 8 პირი დააკავეს, ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო. აქციაზე დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ჯარიმა დაეკისრა.