ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხმაური იყო. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი „ასფალტზე ფურცლის გაკვრის გამო“ დააკავეს.
„ისინი ასფალტზე წარწერამ გააღიზიანა, რეპრესიები დაიწყეს. თუ ასფალტზე გაკვრა არის დანაშაული ჩვენც დაგვაკავეთ. ცარიელი ფურცლების გამო იჭერენ ადამიანებს, მსგავსი ხდება რუსეთში”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.