ბათუმში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მერის მოადგილე სოფო ხალვაშთან და „რანინას“ წევრებთან ერთად, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო.
ს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში სანტას კუთხე, 360° გადაღება, ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ და სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობა მოეწყო. გაიხსნა საახალწლო გამოფენა-ბაზრობაც. ასევე, გაიმართა კონცერტი პროექტ „რანინასა” და ბენდი „რეგიონის” მონაწილეობით.
“დღესვე სტარტი აიღო პროექტმა „ახალი წელი შენს ეზოში”. საახალწლოდ მორთული ავტომობილი, ანიმატორებითა და სანტა კლაუსით, ბათუმის ქუჩებში პატარების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებს.
მერიის ინფორმაციითვე, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 31 დეკემბერს კი გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება”, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი