ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე მეზობლებს შორის დაპირისპირება იყო

ხმაური იყო ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც არსებული ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის” კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან.