5
ბათუმში, 26 მაისისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, ერთი კვირის წინ დაგებული გზის მონაკვეთი ჩავარდა და ავტომობილი ჩაიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები კომპანია „ბონდი 2009“-მა შეასრულა, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან დოლიძის ოჯახის საკუთრებაშია. აღნიშნული პროექტი 4.5 მილიონ ლარიან ტენდერს მოიცავს, რომლის დამკვეთიც ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურია.
სამსახურის ხელმძღვანელის, ბაქარ ჩიტაიას განცხადებით, გზის დაზიანება წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.



