ბათუმში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანია დაშავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარ არხს” უთხრეს, რომ მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?