ბათუმი 2024 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა – როგორია რეიტინგი

172 ქვეყნის,1 მილიონზე მეტ მოგზაურის გამოკითხვით, 2024 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა. აღნიშნული კვლევა European Best Destinations-მა გამოაქვეყნა, რომელიც რეიტინგს, ტრადიციულად ყოველ წელს ადგენს.
კრიტერიუმები ასეთი იყო, საუკეთესო ქალაქები ევროპაში, ბუნებით, მზიანი მხარე, კულტურული და გასტრონომიული არდადეგებისთვის, სამოგზაუროდ როგორც მარტო, ისე წყვილების ან ოჯახებისთვის.
საუკეთესო ოცეულში, ბათუმი ისეთ ქალაქებს შორის მოხვდა, როგორიცაა მონაკო, მალტა და ჟენევა.
როგორც გამოცემა წერს, ბათუმი 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულ მიმართულებაა.
„დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო საინტერესო, ეგზოტიკური და ხელმისაწვდომია“,- აღნიშნავს გამოცემა.
გთავაზობთ, European Best Destinations-ის რეიტინგს:
· მარბელა, ესპანეთი
· მონაკო
· მალტა
· ჟენევა
· ბათუმი
· რიგა
· მადეირა
· ფლორენცია
· ლონდონი
· რეიკიავიკი
· ლეჟ-კაპ-ფერეტი, საფრანგეთი
· სიენა
· პონზას კუნძული
· პორტო-ვეკიო, საფრანგეთი
· შამპანურის ღვინის რეგიონი, საფრანგეთი
· ფაროეს კუნძულები
· სირმიონე, იტალია
· პირანი, სლოვენია
· ნიუკუი კორნუოლი (ინგლისი)
· ტასოსი (საბერძნეთი)

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი