ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია.
ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ისმის შეძახილები “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.
კერძოდ, სასამართლოს შენობასთან ხმაური პროკურორების გამოჩენას, მოჰყვა. მზია ამაღლობელის მხარდამჭერები განმარტებებს ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მზია ამაღლობელს უსაფუძვლო ბრალი აქვს წარდგენილი.
მანამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. ნინო სახელაშვილის განცხადებით, შენობასთან ხმაური, სასამართლო პროცესის წარმართვას ხელს უშლის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომის დარბაზი შეიცვალა.
მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესს სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა