ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო – მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ

ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო. შუახევის მუნიციპალიტეტში მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ცნობისთვის, ორი დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. ქმარმა ინციდენტის შემდეგ, სხეულზე დაზიანებები მიიყენა და ამ დროისთვის ს რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი