ბათუმის კათოლიკურ ტაძარში აღდგომა იზეიმეს

დღეს კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის აღდგომას, იმედისა და სიხარულის უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბათუმში მცხოვრები კათოლიკეები ს სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც სადღესასწაულო ლიტურგიას პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.
ტაძარში მყოფ მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ