ბათუმის, ზუგდიდისა და ჭიათურის შემდეგ, ხობი – “ნაცმოძრაობიდან” საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა პარტია დატოვა

ხობში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა პარტია დატოვა. პარტიიდან წავიდა კიდევ 18 ადამიანი.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა, თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ფრაქციას სახელს გადაარქმევენ, თუმცა, მანდატების დატოვებას არ აპირებენ. ჯიშკარიანმა ასევე თქვა, რომ ცენტრალურ ოფისს ფულადი დავალიანებაც აქვს.
ყოფილი “ნაციონალები” “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლას ნიკა მელიას გვერდით აპირებენ. ისინი ოპოზიციურ პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან