ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ თანაკლასელს სცემა

ს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ თანაკლასელს სცემა
ბულინგის შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში – მე-5 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს სცემა. დაპირისპირება შესვენების დროს დაიწყო, რის შედეგადაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე რეაგირება სკოლის დირექციასა და მანდატურის სამსახურს არ ჰქონია. ჩვენ ვცადეთ მათთან გასაუბრება, თუმცა მათ არანაირი კომენტარი არ გააკეთეს.
დაზარალებული მოსწავლის დედა კი მომხდარი ფაქტის გამოძიებასა და ფსიქოლოგების ჩართვას ითხოვს.
“ბავშვმა დამირეკა, სამშაბათი დღე იყო, სანამ დაიწყებოდა გაკვეთილები, მანამდე 5 წუთი აკლდა, დედა ცუდად ვარო…კლასელმა თავში ფეხი ჩამარტყაო. როგორც ასეთი, დაზიანებები არ ყოფილა, მაგრამ სისხლდენით მყავს დღემდე. დღემდე სისხლდენით არის ბავშვი…მივედი განათლების სამინისტროში, არანაირი რეაგირება,” – ამბობს დაზარალებული მოსწავლის დედა.
„მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი