ბათუმელი სტუდენტები დღეს დედაქალაქში დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან

ბათუმელი სტუდენტები დღეს დედაქალაქში დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ახალგაზრდები უკვე თბილისისკენ მოემართებიან.  შავი ზღვისპირა ქალაქში 9 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპულ მომავალს თბილისიდან დაიცავენ.

ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ეს არჩევნები არ იყო ქართველი ხალხის ნების გამომხატველი. მე ვარ სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში აპროტესტებდა ამ არჩევნებს. ახლა ჩვენმა პროტესტმა მიიღო ცოტა განსხვავებული ხასიათი. კიდევ უფრო განსხვავებულ ხასიათზ მიიღებს 25-ში, როცა თბილისში ჩავალთ და შევუერთდებით იმ დიდ საერთო მუხტს, როცა ყველა მიხვდება, რომ აღარაფერს აქვს აზრი და არავინ აპირებს დანებებას და მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ იგრძნონ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, – ამბობს სტუდენტი.  

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო