“ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დირექტორის მოვალეობას თამარ რუხაძე შეასრულებს

ონლაინგამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს ინფორმაციას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ. გამოცემის ცნობით, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დირექტორის მოვალეობას იმ დროის განმავლობაში, სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება, თამარ რუხაძე შეასრულებს.
თამარ რუხაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაში. იყო “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი, USAID-ის მედიაპროგრამის კონტენტისა და ტრენინგების მენეჯერი.
მზია ამაღლობელი, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, 2025 წლის 11 იანვრის შემდეგ არის საპატიმროში – არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის და უფლებადამცველის შეფასებით, ის უკანონო პატიმარია. უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, მან საპატიმრო დაწესებულებაში 38 დღე იშიმშილა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?