ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 99-ე სეზონს იწყებს. თითქმის ასწლოვანი ისტორიის მქონე თეატრი, ერთგულ მაყურებელს ამჯერადაც მრავალფეროვან და სიახლეებით სავსე თეატრალურ სეზონს შესთავაზებს.წლევანდელ სეზონს თეატრალური დასი განსაკუთრებული შემოქმედებითი ენერგიითა და განახლებული ხედვით ხვდება. დაგეგმილია არაერთი ახალი პროექტი და გასტროლი. 9 ოქტომბერს მაყურებელი იგორ ბაუერსიმას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, “ნორვეგია დღეს”, პრემიერას იხილავს. 11 ოქტომბერს თეატრალური დასი სპექტაკლ “ქალების” საიუბილეო, 150-ე წარმოდგენას ითამაშებს. 25 ოქტომბერს კი რეჟისორ გიორგი სულთანიშვილის სპექტაკლ “ხიდის” პრემიერა გაიმართება. წლის განმავლობაში თეატრი საზოგადოებას როგორც ახალ დადგმებს, ისე მათთვის კარგად ნაცნობ სპექტაკლებს შესთავაზებს.”მარჯანიშვილის თეატრი ქართული კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დღემდე გამორჩეულ ადგილს იკავებს თეატრის მოყვარულთა შორის. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ თეატრთან პარტნიორობას და დარწმუნებული ვარ, 99-ე სეზონიც მაყურებლისთვის გამორჩეული სიახლეებით იქნება დატვირთული”, — ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.ბაზისბანკისთვის ქართული თეატრის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მარჯანიშვილის თეატრის გარდა, ბანკი არის ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის, თოჯინების თეატრების გაერთიანებისა და “თოჯინების სახლის” გენერალური სპონსორი.
