ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ მაგონებს „კომუნისტურ პარტიას“ – მისმა ელიტამ ფასი უნდა გადაიხადოს

სანამ კრიზისიდან გამოსავალი არ დამდგარა, რასაც ახალი ჰქვია, ცხადია, ის ზომები, რომელიც დღემდე ტარდება, არასაკმარისად ითვლება, უნდა დადგეს შედეგი, ამისკენ იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდება , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ახლა, ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია.
„თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მისთვის უკან დახევაა, თუკი ახალი არჩევნები ჩაინიშნა, ეს აბსოლუტურად ბრიყვული და არაადეკვატური შეფასება იქნება, რადგან თუ ქვეყანაზე გული შეგტკივა და შენი თანამოქალაქეების ბედი გაინტერესებს, მაშინ, ცხადია, ამ მძიმე კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
სანამ ამ კრიზისიდან გამოსავალი არ დამდგარა, რასაც ახალი არჩევნები ჰქვია, ცხადია, ზომები, რომელიც დღემდე ტარდება, არასაკმარისად ითვლება, უნდა დადგეს შედეგი, ამისკენ იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდება.
დიპლომატიური პასპორტების მქონე პირები „ქართული ოცნების“ ელიტაა, ვიზის გარეშე ვერ მოახერხებენ ევროპაში მოგზაურობას, მაგრამ შეერთებულ შტატებში დიდი ხანია საერთოდ [ვერ მიდიან]. მათი დამოკიდებულება საინტერესო არ არის… მათი ნათქვამი მათი ნაფიქრალისგან ყოველთვის განსხვავდება, ძალიან მაგრები ვართ, არავითარი სანქციების არ გვეშინიაო, სინამდვილეში ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ნორმალურ ადამიანს ეს დიდ დისკომფორტს უნდა უქმნიდეს, ნებისმიერ ადამიანს უქმნის დისკომფორტს, როცა შეერთებული შტატები „პერსონა ნონ გრატად“ გაცხადებს, როცა ევროკავშირი გეუბნება, რომ შენ სასურველი პირი არ ხარ – ნორმალურ ადამიანს, ეს დიდ დისკომფორტს უქმნის. მათ კარგი ცხოვრება უყვართ, შეიძლება საერთოდ ანტიევროპული, ანტიდასავლური მხედველობის მატარებელი არიან, მაგრამ კარგი ცხოვრება ნამდვილად უყვართ. ეს ყველა ნაბიჯი, რასაც ვხედავთ, მათ დიდ დისკომფორტს უქმნის, ეს დისკომფორტი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღოს ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან ეს ს გადაწყვეტილებაა.
საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა არ განიხილება. ჩვენმა თანამოქალაქეებმა არ უნდა იზარალონ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა იზარალონ, ეს არის ევროპული მიდგომა, რადგან ჩვენს თანამოქალაქეებს ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპული მომავალი უნდათ, მათ „ქართული ოცნების“ დესტრუქციული და მავნებელი ნაბიჯების გამო არ უნდა იზარალონ, ფასი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობამ და მისმა ელიტამ უნდა გადაიხადოს, რომელიც ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, ყველაფერს იმეორებს, რასაც მათ ბიძინა ივანიშვილი ეუბნება. „ქართული ოცნება“ ძალიან მაგონებს კომუნისტურ პარტიას თავისი არაჯანმრთელი ერთსულოვნებით, ერთი კაცის გაკერპებით, ერთი კაცის მიმართ ასეთი მორჩილებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.