ბადრი ჯაფარიძე – ამ 100-მა დღემ მოიტანა ძალიან დიდი კონსოლიდაცია საზოგადოების და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ავტოკრატიას

პირველ რიგში, ამ 100-მა დღემ მოიტანა ძალიან დიდი კონსოლიდაცია საზოგადოების და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ავტოკრატიას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, მშვიდობიანი პროტესტი არის ეფექტური ფორმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ფიზიკურ და ფინანსურ ტერორს უპირისპირებს.
„პირველ რიგში, ამ ასმა დღემ მოიტანა ძალიან დიდი კონსოლიდაცია საზოგადოების და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ავტოკრატიას, არ შეეგუება თავისუფლების დაკარგვას, არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ქართველმა ხალხმა დააყენა ამ უწყვეტი პროტესტით.
ეს არის ძალიან ეფექტური ფორმა – მშვიდობიანი, განგრძობითი პროტესტი. ამას ებრძვის დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ფინანსური ტერორით, ფიზიკური ტერორით, მაგრამ ქართველი ხალხი ამ ტერორს პასუხობს სიმტკიცით და შეურყევლობით, ამიტომ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური პროტესტი, რომელსაც “ქართული ოცნება” მხოლოდ და მხოლოდ ძალას უპირისპირებს, ძალას, რომელიც ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ნებას”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”