ახალ ათონში მოსახლეობა სახელმწიფო აგარაკების ტერიტორიაზე შეიჭრა

ოკუპირებული ს დასახლება ახალ ათონში მოსახლეობა სახელმწიფო აგარაკების ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
მოსახლეობის პროტესტი გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, თითქოს აგარაკი „ახალი ათონი“ მფლობელობაში კერძო ინვესტორს გადაეცა. დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბესლან კვიცინიამ ეს ინფორმაცია უარყო. ბჟანიას დე ფაქტო ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ახალი ათონის მოსახლეობის ჯგუფმა, რომელთა მოქმედება ჭორებს ეფუძნებოდა, სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე შეაღწია, მათ ღობის რამდენიმე სექცია დაშალეს. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო აგარაკი იყიდება. „ახალი ათონის“ აგარაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. მისი პრივატიზება ან კერძო ინვესტორის ხელში გადაცემა არ იგეგმება. აქცია პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანი პროვოკაციის მოწყობაა“ – აცხადებენ ბჟანიას ადმინისტრაციაში.
ადგილზე სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ., იქ იმყოფება ე.წ. შს მინისტრი რობერტ კიუტი, ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ბორის ლაკვიტავა და ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის