ახალი გვარამიას ტანსაცმელი თუ ექნება, თორემ დანარჩენი – შინაარსი, განცხადებები, რიტორიკა, ყველაფერი იგივე აქვს – გურამ მაჭარაშვილი

“დროას”, “გირჩი მეტი თავისუფლებისა” და ს გაერთიანებასა და მათ არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობის მიღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არავითარი განსხვავება” ნაციონალურ მოძრაობასა” და ამ პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს.
“ახალი გვარამიას ტანსაცმელი თუ ექნება, თორემ დანარჩენი – შინაარსი, განცხადებები, რიტორიკა, ყველაფერი აქვს იგივე და მის განცხადებაში, როცა გამოდის, ქვეტექსტი არის ყოველთვის ისევ ის – ნაცი ვარ, ხუჭუჭა, პატარა… ეს კონფიგურაცია – დროა, ჯაფარიძე-გირჩი და გვარამია, ზუსტად კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ არანაირი მესამე ძალა არ არის, არამედ ეს არის ჩვეულებრივი “ნაცმოძრაობა”, სამივე მათგანი არის წამოსული “ნაცმოძრაობის” წიაღიდან,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
“კურიერის” ინფორმაციით, , ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ერთიანდებიან. “დროა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და გვარამია არჩევნებში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას. ნიკა გვარამიამ მათთან კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს