,,ახალი ამბები, რომლებიც ერთი შეხედვით არანაირ კავშირში არ არიან ერთმანეთთან“ – ზურაბ გურული

-ში მცხოვრები ექიმი, სოციალურ ქსელში წერს:
,,ახალი ამბები, რომლებიც ერთი შეხედვით არანაირ კავშირში არ არიან ერთმანეთთან, მაგრამ სინამდვილეში ჯაჭვური რეაქციაა.
————-
ნიკი ჰეილი მალე მოხსნის თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო კამპანიიდან. „პრაიმერიზის“ გაგრძელება უკვე უაზრობაა ნებისმიერი თვალსაზრისით.
ზელენსკაიამ და ნავალნაიამ უარი განაცხადეს პრეზიდენტ ბაიდენთან სტუმრობაზე და ვაშინგტონში მასთან ერთად საჯარო გამოჩენაზე ტრადიციული წლიური მიმართვის დროს. ეს უკვე ღია დემარშია.
ორივე ქალბატონის გარემოცვა ინტენსიურად მუშაობს ვაშინგტონური სამთავრობო ლობის მოპოვებაზე, სადაც უკვე კარგად ჩანს ბაიდენის და დემოკრატების მომავალი ფიასკო. ცხადია, ისინი ყოველნაირად შეეცდებიან თავი აარიდონ ბაიდენთან რაიმე სახით ასოცირებას.
დემოკრატიულმა პარტიამ უსერიოზულესი შეცდომა დაუშვა, როდესაც მთელი ფსონი მხოლოდ ბაიდენზე დადო. მათ უკვე პრაქტიკულად აღარ აქვთ დრო ახალი კანდიდატის წინა პლანზე წამოსაწევად. ბაიდენის შანსები კი ყოველდღიურად იკლებს.
20 თებერვალს დემოკრატი სამხედრო ექსპერტი, გენერალი კლარკი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან ინტერვიუში, მიწასთან ასწორებს ბაიდენის ადმინისტრაციას სთან მიმართებაში.
საქართველოს დე-ფაქტო ერთპიროვნული მმართველის მრჩეველთა გუნდი ფორმაშია და ამერიკაში მიმდინარე ზემოაღნიშნული მოვლენების გამო ცდილობს შეარბილოს თავისი მკვახე რიტორიკა ამერიკელებთან, რაც საკმაოდ კარგად ჭრიდა დემოკრატებთან, მაგრამ ძალიან მკვეთრი უარყოფითი პასუხი ექნება რესპუბლიკელებისაგან. ეს კი წლობით შეკოწიწებულ რუსულ-დასავლურ ბალანსს დაარღვევს და მმართველს პირისპირ დატოვებს რუსებთან, რაც მისთვის ეგზისტენციალურ საშიშროებას წარმოადგენს.
ამჟამად საქართველოს მთავრობა მოქმედებს პრინციპით: -ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო-, და მაქსიმალურად ხელს უწყობს რუსული სამხედრო მრეწველობის მომარაგებას დასავლური მაღალტექნოლოგიური კონტრაბანდით. ცხადია, ეს რუსული დაზვერვის ულტიმატუმის საფუძველზე ხორციელდება და საქართველო ვერ შეეწინააღმდეგება ამ პროცესს; ამიტომ მთავრობამ, ანუ „მამამზე ერისთავმა“ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობია და პარალელურად ხელსაც ითბობს.
სანქცირებული რუსი ოლიგარქების ქონება ოფიციალურად მილიარდობით დოლარით გაიზარდა. წარმოვიდგინოთ რამდენით გაიზრდებოდა იმ არასანქცირებულ რუს მილიარდერთა ქონება, რომლებიც იმავე მიმართულებებით მუშაობენ.
საქართველოში საერთაშორისო პოლიტიკა მხოლოდ დე-ფაქტო მმართველის პირად მრჩეველთა პრეროგატივად იქცა; შესაბამისად, მომავალ არჩევნებში ოპოზიცია მხოლოდ შიდა-საყოფაცხოვრებო საკითხებით დაკავდება, სადაც მთავრობას ისედაც უპირობო, გადამწყვეტი უპირატესობა აქვს.”

ასევე დაგაინტერესებთ