ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი, 2007 წელს დაბადებული პირი დააკავეს

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი – 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მას ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა აედება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირდებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ. -სთან ერთად ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებს .

გიგა ავალიანი, რომელსაც სახლთან ახლოს თავს დაესხნენ 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი ამბობს, რომ თავდასხმაში სამი არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში