„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ცესკოს 3 აპრილის დადგენილებასთან დაკავშირებით სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ს 3 აპრილის დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლითაც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება იზღუდება, სასამართლოს “სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა.
საია-ს შეფასებით, დადგენილება საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალ გადაადგილებას და მათ შესაძლებლობას სრულფასოვნად შეასრულონ დაკვირვების ფუნქცია, მნიშვნელოვნად ზღუდავს.
“დადგენილებაში ცესკოს მიერ მიღებული ცვლილებები, პირველ რიგში, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომელიც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტია. ამის გარდა, ის არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს დამკვირვებლის საქმიანობას. კერძოდ, მას ეკრძალება თავისუფლად გადაადგილება უბანზე, რაც ხელს უშლის სრულყოფილ დაკვირვებას. წარმოდგენილი ცვლილებების ფონზე, დამკვირვებლები ვეღარ შეასრულებენ მათ უპირველეს მოვალეობას – ვერ დააიდენტიფიცირებენ პოტენციურ დარღვევებს და ვერ მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რაც გახდება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლობის საფუძველი”, – განმარტავს საია.
ორგანიზაციის შეფასებით, დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევას არ წარმოადგენს, რადგან დათვალიერება მხოლოდ დროებითი გადამოწმების მიზანს ემსახურება და არა მონაცემების ჩაწერას, აღრიცხვას ან სხვაგვარ დამუშავებას.
“საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არაკეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ობიექტური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რაც სამართლიანი და თავისუფალი ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული დადგენილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებელთა უფლებების დაცვა, რაც დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.