აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის – „ნარჩენების მართვის სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები“, შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს, პროგრამის პარტნიორი ბრენდული სასტუმროების (Hilton და Sheraton) მიერ, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების შედეგებზე ისაუბრეს.
„აქვე, წარმატებული ისტორიების გაზიარების, არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების განხილვის მიზნით, გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოში მოქმედი გადამამუშავებელი კომპანიების მონაწილეობით.
ღონისძიებაზე, „ვეისთლესის“ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი გულიაშვილმა 2023 წლის შედეგები წარმოადგინა. ამასთან, სასტუმრო „რუმსში“ განთავსდა „ვეისთლესის“ ელ.ნარჩენების შესაგროვებელი ყუთი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ