აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სიმბოლურად თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს. მათ ამ ფორმით სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს.
“სანამ ჩვენ შვილებამდე მოვიდნენ, უნდა გავაკეთოთ რამე, თუნდაც სიმბოლურად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რათა მომავალში კიდევ ერთი ბავშვი არ შეეწიროს”, – აცხადებს აქციის მონაწილე ნათია სირაბიძე.
ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს