აჭარის მთავრობის სახლთან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ და „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვენ.
„მათი კოლეგები ჩვენს თანამოაზრეებზე ძალადობენ და ფიზიკურად უსწორდებიან თბილისში. ჩვენ კი გვინდა ევროპა და ვაჩვენებთ როგორ შეგვიძლია პროტესტი, ამიტომ ვასრულებთ ჰიმნს. დღევანდელი აქციის მონაწილეები არიან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ჩვენ ერთადერთი მტერი რუსეთი გვყავს. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც იმალება და ხალხთან არ გამოესვლება. არ ვიცი ვისი მთავრობაა, მაგრამ ჩვენი ნამდვილად არაა. ამიტომ „არა რუსულ კანონს”! მოვიდეს თორნიკე რიჟვაძე და დაგველაპარაკოს ძალადობა მაინც დაგმოს, შეიძლება ამ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. ფაქტია, რომ ძალადობა დასაგმობია, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ამბობენ. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მაგრამ სად არის გამოძიება?! რატომ არ იძიებენ სატელეფონო ზარებს, როდესაც ჩვენ გვემუქრებიან”, – აცხადებენ შეკრებილები.
აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მერაბ ტურავასაც მიმართეს და ძალადობის დაგმობა სთხოვეს.
„ბატონო მერაბ, ვკითხულობთ თქვენს წიგნებს, მაგრამ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, დაგმეთ ძალადობა!”- მიმართეს აქციის მონაწილეებმა ტურავას.
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.