აშშ-ში TikTok-ის გამოყენება აიკრძალება

-ის სენატმა საეტაპო კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში, შესაძლოა, TikTok-ის გამოყენება აიკრძალოს. სენატის განცხადებით, Tiktok-ის მფლობელმა ჩინურმა კომპანია ByteDance-მ ცხრა თვის ვადაში თავისი აქციები უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში აპლიკაცია დაიბლოკება.
კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა. აღნიშნული ინიციატივა ოთხი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინისთვის, სთვის, ტაივანისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარებას. კანონპროექტს 79-მა სენატორმა დაუჭირა მხარი 18-ის წინააღმდეგ.
„წლების განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას უფლებას ვაძლევდით, რომ გაეკონტროლებინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია ამერიკაში, რაც სახიფათოდ არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა იყო. ახალი კანონით მის ჩინელ მფლობელს აპლიკაციის გაყიდვა დაეკისრება. ეს წინგადადგმული ნაბიჯია ამერიკისთვის“, – თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ.
როგორც BBC-ი წერს, კონგრესს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა იმ შიშმა, რომ მილიონობით ამერიკელის შესახებ მონაცემები შეიძლება ჩინეთმა გააკონტროლოს.
როგორც ByteDance-მა BBC-ს განუცხადა, კომპანიას არ აქვს მყისიერი პასუხი სენატის ამ ნაბიჯზე. მანამდე კი ფირმამ განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა TikTok-ის აქციების იძულებით გაყიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მცდელობას.
„ByteDance არ არის ჩინეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის აგენტი. ის არც ჩინური კომპანიაა, მისი აქციების 60%-ს გლობალური საინვესტიციო ფირმები ფლობენ,“ – განაცხადა TikTok-მა.
თუ აშშ ByteDance-ს TikTok-ის აქციების გაყიდვაზე დაითანხმებს, ნებისმიერი გარიგებისთვის საჭირო იქნება ჩინეთის ოფიციალური პირების თანხმობა, თუმცა პეკინმა პირობა დადო, რომ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს გააპროტესტებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ პროცესს შესაძლოა წლები დასჭირდეს.
„ამ პროცესს ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა მოჰყვება, რაც დაახლოებით ორ წელს გულისხმობს. თუ ცხრა თვის განმავლობაში არ მოიძებნება ByteDance-ის აქციების მყიდველი, შესაძლოა შეერთებულ შტატებში TikTok-ის წინააღმდეგ ნებისმიერი ზომის მიღება კიდევ უფრო გაჭიანურდეს,“ – თქვა რიჩმონდის უნივერსიტეტის პროფესორმა, კარლ ტობიასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი