აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

-ის ცენტრალურ ნაწილს ათობით ტორნადო დაატყდა თავს, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია და ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი თვის ჩვილი, იმსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო ათიათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ოკლაჰომაში დაფიქსირდა, სადაც ათობით ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მეხუთე ადამიანი კი აიოვას შტატში დაიღუპა.
ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ტორნადოს სიჩქარე ზოგიერთ შემთხვევაში საათში 136 მილს აღემატებოდა.
განსაკუთრებით დაზიანდა აღმოსავლეთ ოკლაჰომაში მდებარე ქალაქი სულფური. ოკლაჰომას შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა. ასევე მძიმედ დაზიანდა ქალაქები ჰოლდენვილი და მარიეტა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, შტატის გუბერნატორს, კევინ სტიტს ესაუბრა და ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი