აშშ-ში სროლას ორი მეხანძრე ემსხვერპლა

აშშ-ის აიდაჰოს შტატის ქალაქ კერ-დ’ალენის კენფილდის მთის ბუნებრივ ზონაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსსნა, რის შედეგადაც ორი მეხანძრე დაიღუპა და ერთი დაიჭრა, – ინფორმაციას CNN-ი მეხანძრეთა საერთაშორისო ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეხანძრეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ბუჩქნარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.
ადგილობრივი შერიფის, რობერტ ნორისის თქმით, სულ მცირე ერთი ადამიანი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართულებით სროლას აგრძელებს. მისივე თქმით, ხანძარი, რომელზეც მეხანძრეები რეაგირებდნენ, გრძელდება. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად არანაირ რესურსს არ მიმართავენ, სანამ საფრთხე არ აღმოიფხვრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო