აშშ-ში გამოსცადეს კონტინენტთაშორისი რაკეტა Minuteman III

აშშ-ში საცდელი ფორმით, დატენვის გარეშე გაუჭვეს კონტინენტთაშორის ბალისტიკური რაკეტა Minuteman III – იუწყება აშშ-ის კოსმოსური ძალების სამმართველო.
რაკეტა გაუშვეს 5 ნოემბერს, კალიფორნიის შტატში მდებარე სამხედრო-კოსმოსური ბაზიდან, მან 6700 კილომეტრის მასშტაბით იფრინა მარშალის კუნძულებზე მდებარე საცდელ პოლიგონამდე.
როგორც იუწყებიან, საცდელი ფრენის დროს ამოწმებდნენ რაკეტის საიმედოობას, ოპერატიულ მზაობასა და სიზუსტეს.
Minuteman III მყარი საწვავის მომხმარებელი რაკეტაა, რომელიც 36 ტონას იწონის. აშშ-ის არსენალში ის 1970 წელს მიიღეს. ამჟამად გამოყენებაშია ამ ტიპის 400-მდე რაკეტა, რომლებსაც რეგულარულად უტარდება მოდერნიზაცია.
ეს არის ამერიკული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის პირველი გამოცდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს განაახლოს ატომური ცდები. პენტაგონი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი გაშვება წელიწადში რამდენჯერმე ხდება და ის არ უკავშირდება საგარეო ფაქტორებს. ბოლო სწავლება იყო მაისში, შარშან გამოცდა ორჯერ ჩატარდა.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმაც ჩაატარა გამოცდათა სერია, მათ შორის რაკეტების – “ბურევესტნიკი”, “იარსი” და “სინევა” გაშვებით, ასევე გამოიცადა წყალქვეშა აპარატი “პოსეიდონი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს