აშშ უკრაინას ფარულად გადასცემდა შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ებს

შეერთებული შტატები მარტიდან მოყოლებული გადასცემდა ს ATACMS-ის ტიპის რაკეტებს, რომელთაც 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვთ. ამის შესახებ ამერიკის რამდენიმე მაღალი რანგის მოხელემ განაცხადა. ითვლებოდა, რომ შარშან შემოდგომიდან უკრაინას აწვდიდა მხოლოდ მოკლე რადიუსის, დაახლოებით 160 კილომეტრამდე მოქმედების ATACMS-ებს.
ჩინოვნიკებმა დააზუსტეს, რომ შორი რადიუსის რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში, რომელიც მარტში იქნა მოწონებული. მათი თქმით, 17 აპრილს სწორედ შორი რადიუსის ATACMS-ით მიაყენეს დარტყმა ჯანკოის აეროდრომს ანექსირებულ ყირიმში. ის უკრაინის საზღვრიდან 165 კილომეტრზე მდებარეობს.
ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ბჭობდა, მართლზომიერია თუ არა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება. პენტაგონი ეწინააღმდეგებოდა ამ აზრს, ვინაიდან შიშობდა, რომ ეს შეასუსტებს ამერიკის არმიის თავდაცვისუნარიანობას. ასევე გამოთქვამდნენ შიშს, რომ უკრაინა შორი რადიუსის ATACMS-ებს ს ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენებს. აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა იმან, რომ დეკემბერსა და იანვარში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ იერიშებისას დაიწყო ჩრდილოეთკორეული შორი რადიუსის რაკეტების გამოყენება. თებერვლის შუა რიცხვებში პრეზიდენტი ბაიდენი თავის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვდა და მოიწონა უკრაინისთვის შორი რადიუსის ATACMS-ების მიწოდება.
ჩინოვნიკებმა ასევე თქვეს, რომ ასეთი რაკეტები შევა სამხედრო დახმარების ახალ 61-მილიარდიან პაკეტშიც, რომელსაც ბაიდენმა 24 აპრილს მოაწერა ხელი.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ