აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა

-ს წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის 311-მა კანონმდებელმა უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა, 112-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რესპუბლიკელი კონგრესმენები ორად გაიყვნენ. 112-ივე კანონმდებელი, რომელმაც უარი თქვა მხარდაჭერაზე, რესპუბლიკელი იყო, თუმცა, ამავდროულად, დანარჩენმა 100-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ამერიკელმა კანონმდებლებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ უკრაინის დროშები ააფრიალეს.
95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტიდან 61 მილიარდი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი რეგიონული პარტნიორებისთვის.
ეს დახმარება ახლა სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე ინიციატივა ს მხარეს გადავიდა.
ამას გარდა, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ს დამხმარე კანონპროექტიც, რომლითაც გათვალისწინებულია 26 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება. მიიღეს ტაივანისა და ინდო-წყნაროკეანეთის რეგიონის დახმარების პაკეტიც.
გასულ დღეებში, მრავალხნიანი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე, თუმცა ერთდროულად განიხილავდა 4 კანონპროექტს, რომლებიც ეხებოდა უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნაროკეანეთის დახმარებას, ასევე აშშ-ს უსაფრთხოების პრიორიტეტებს.
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა იმ კანონპროექტსაც, რომლის მეშვეობით შესაძლოა ქვეყანაში სოციალური ქსელი TikTok-ი აკრძალონ.
აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.
მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს.
როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.