აშშ: რუსეთი კოსმოსში არსებული თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღს ამზადებს

თეთრი სახლის განცხადებით, კოსმოსში არსებული თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შემუშავების პროცესშია.
პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ამბობს, რომ ეს არაა იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს დედამიწაზე და შესაბამისად, მას კოსმოსური მიმართულება აქვს.
ამავე დროს, კირბი აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იარაღის შემუშავების პროცესშია. „მართალია, რუსეთის მიერ ამ იარაღისკენ სწრაფვა შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ვინმეს უსაფრთხოებას ამ წამს არაფერი ემუქრება“, – ხაზს უსვამს იგი.
„ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის აქტივობას. პრეზიდენტი ბაიდენი რეგულარულად და სრულად არის ინფორმირებული ამ საკითხზე. მან განკარგულება გასცა, პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა დაგვეწყო რუსეთთან [ამ საკითხზე]“, – განაცხადა კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კირბის ბრიფინგს წინ უძღოდა -ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის განცხადება. იგი საუბრობდა „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეზე“ და მოუწოდებდა ბაიდენს, გაესაჯაროებინა ინფორმაცია. მაშინ ამერიკული მედია წერდა, რომ „საფრთხეში“ იგულისხმებოდა რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსება – ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა.
თანამგზავრები, რომელთა საწინააღმდეგო იარაღსაც რუსეთი, აშშ-ის ინფორმაციით, ამზადებს, უზრუნველყოფენ დედამიწაზე არაერთი თანამედროვე სერვისის ფუნქციონირებას.