-მა უკრაინას 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ვამაყობ, რომ დღეს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს ვაცხადებ მაშინ, როცა უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიისგან მათი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაცვას აგრძელებს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ზამთრისთვის უკრაინის პოზიციების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტისა და ასობით ჯავშანტექნიკის გადაცემის პროცესშია.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ადმინისტრაციას უკრაინისთვის დახმარების გაზრდა, ბრძოლის ველზე შეიარაღების სწრაფად მიწოდება და აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღდგენა დაავალა.
„ჩემი ხელმძღვანელობით, თანამდებობაზე ჩემი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, აშშ ამ ომში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად დაუღალავად მუშაობას გააგრძელებს“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა