აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს

შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. შემაკავებელი ზომების სამიზნე, უპირველეს ყოვლისა, დრონებით ვაჭრობა და მათი წარმოებაა.
-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირდა 16 კომპანია, 8 ფიზიკური პირი, ხუთი ხომალდი და ერთი თვითმფრინავი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონების წარმოებაში მონაწილეობისთვის სანქცირებულია ოთხი კომპანია და ორი ფიზიკური პირი. გარდა ამისა, დაწესდა დამატებითი აკრძალვა იმ კომპონენტების ექსპორტზე, რომლებიც, შეიძლება, დრონების შესაქმნელად იქნას გამოყენებული.
კანადის საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან კოორდინაციით, ორ ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესდა.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ს თავდაცვის ძალების მონაცემებით, შეტევისას 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს, თუმცა ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა მათი 99%-ის ჩამოგდება მოახერხეს. ისრაელის ტერიტორიას მხოლოდ რამდენიმე რაკეტამ მიაღწია ავიაბაზას დაარტყა და ინფრასტრუქტურის მცირე დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ