აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი – რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი

-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი.
მისი თქმით, ეს სერიოზული საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უშიშროებისთვის.
ამასთან, ტერნერი სგან ითხოვს, რომ პრეზიდენტმა გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, რათა კონგრესმა ღიად შეძლოს საჭირო ნაბიჯების განხილვა.
დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ძალისხმევა მიმართული კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რომელსაც იმის შესაძლებლობა ექნება, რომ აშშ-ს სამოქალაქო კომუნიკაციების, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციების თანამგზავრები გაანადგუროს.
Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული საფრთხის გამო აშშ-მა ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა.