აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა

-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს, რომელიც ს ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, მხარი 360-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 58 წინააღმდეგ წავიდა.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში – Compensation Fund (კომპენსაციის ფონდი), Ukraine Support Fund (უკრაინის მხარდაჭერის ფონდი).
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის გადაცემის ალგორითმის შეთანხმება შეუძლია “დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორებთან.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ მისი მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც მოხსენიებული იქნება ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც შემოღებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები, და ყოველი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აშშ-ის სასანქციო კანონებისა და განკარგულებების კრიტერიუმებს შეესაბამება.
აშშ-ის პრეზიდენტ უფლება ეძლევა სანქციები შემოიღოს ყოველი ფიზიკური ან იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ ანგარიშში იქნება მოხსენიებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო მუჯირი: დღეს, წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის, ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას… შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ