აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ არდადეგები უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის გარეშე დაიწყო

-ის წარმომადგენელთა პალატაში არდადეგები დაიწყო, რომელიც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.
წარმომადგენელთა პალატაში სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, ჯერჯერობით არ განუხილავთ.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსობი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან შესვენება კანონპროექტზე კენჭისყრის ჩატარებამდე გამოაცხადა.
„ჯონსონმა შესვენება გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს ზიანი, რომელიც ის აყენებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ენდრიუ ბეიტსმა.
შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ