აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ღაზაში სამოქალაქო პირების დაცვაში ისრაელის “შედეგები” მის ზრახვებს არ შეესაბამება

ღაზაში სამოქალაქო პირების დაცვაში ისრაელის “შედეგები” მის ზრახვებს არ შეესაბამება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ეს იქნება თემა, რომელზეც [ისრაელთან] ვისაუბრებთ…ვნახეთ, რომ მათ [ისრაელმა] რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს მინიმიზირებისთვის, მოვუწოდებთ, რომ მეტის კეთება გააგრძელონ”,- განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის, გასული წლის დასასრულს, ისრაელში ბოლო ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას ესმის სამოქალაქო პირების დასაცავად გარკვეული ნაბიჯების გადადგმის საჭიროება იმ ომის ფონზე, რომელსაც ის ღაზას სექტორში აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)