-ის საგანგებო წარგზავნილი ყირგიზეთსა და უზბეკეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, -ის საგანგებო წარგზავნილი სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში, ელჩი სერჯიო გორი 3-7 თებერვალს ყირგიზეთსა და უზბეკეთს ეწვევა. ბიშკეკში ყოფნისას, გორი დაესწრება B5+1-ის ბიზნესფორუმს, რომელზეც ის შეხვდება ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის, აგრეთვე აშშ-ის ბიზნესის ლიდერებსა და პოლიტიკურ აქტორებთან.
მაღალი დონის დისკუსიების დროს ის ხაზს გაუსვამს ბიზნესსაზოგადოების არსებით როლს აშშ-ცენტრალური აზიის თანამშრომლობაში. ბიშკეკში და ტაშკენტში ვიზიტებისას სერჯიო გორი შეხვდება აგრეთვე ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად.
“აშშ მოწადინებულია ხელი შეუწყოს ყირგიზეთის რეზპუბლიკასა და უზბეკეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარებას და ინოვაციური პარტნიორობის განვითარებას, რაც დაეხმარება სტაბილურობასა და კეთილდღეობას რეგიონში”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 3 თებერვლის განცხადებაში.
B5+1 ფორმატი 2024 წელს აშშ-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით შეიქმნა როგორც ვაშინგტონისა და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს პოლიტიკური დიალოგის ბიზნესგანშტოება. ამ ფორმატში აშშ-ს აქვს ხელშემწყობის როლი, ცენტრალური აზიის ქვეყნების ბიზნეს და პოლიტიკის ლიდერებმა კი უნდა იზრუნონ რეგიონის ეკონომიკის ინტეგრაციაზე, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობით. პირველი ფორუმი ორი წლის წინ ალმა ატაში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ