„აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, ჩინეთი მოსკოვს იარაღის წარმოების გაძლიერებაში ეხმარება“ – reuters

ჩინეთი მხარს უჭერს ს საომარ ძალისხმევას ში იმით, რომ მოსკოვს იარაღის წარმოების გაძლიერებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, -ის ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ჩინეთი ეხმარება რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების წარმოების გაზრდაში.
მათივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას წამოჭრა და აღნიშნა, რომ ეს არის ევროპასა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეებთან განხილვის თემა.
ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ჩინეთმა რუსეთს მიაწოდა დრონების ძრავები და ტურბორეაქტიული ძრავები რაკეტებისთვის და რომ ჩინეთი და რუსული ორგანიზაციები მუშაობენ რუსეთში დრონების ერთობლივ წარმოებაზე.
მათივე თქმით, ჩინური კომპანიები, სავარაუდოდ, აწვდიან რუსეთს ნიტროცელულოზას რაკეტების საწვავის დასამზადებლად, რაც ეხმარება რუსეთს, სწრაფად გააფართოოს თავისი შესაძლებლობები ისეთი საკვანძო საბრძოლო მასალის წარმოებაში, როგორიცაა საარტილერიო იარაღი.