„გაზპრომის“ ზარალი რეკორდულ მაჩვენებელზეა – Financial Times

კრემლის დაქვემდებარებაში მყოფმა ენერგოგიგანტმა 2023 წელს, 20-წლაინ შუალედში, რეკორდულად დიდი თანხა დაკარგა. „გაზპრომის“ ზარალი, გასულ წელს, 629 მილიარდი რუბლი, ანუ 6.38 მილიარდი ევრო იყო – ეს არის პირველი ფინანსური წლიური ზარალი, რომელიც კომპანიამ 1990-იანი წლების შემდეგ დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ფინანსური ზარალის მთავარი მიზეზი ევროპის ბაზარზე შემცირებული ვაჭრობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ზარალს წინ უძღოდა „გაზპრომის“ მიერ 2022 წელს მიღებული სუფთა მოგება – 1.2 ტრილიონი რუბლი.
ცნობისთვის, Reuters-ის გამოთვლებით, “გაზპრომის” ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში 2023 წელს 55.6%-ით შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროპის საბჭოს მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – საგარეო უწყება