აშშ-ის დელეგაცია მექსიკის პრეზიდენტთან მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის დელეგაცია მექსიკის პრეზიდენტთან მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
„მდივანი ბლინკენი დასავლეთ ნახევარსფეროში უპრეცედენტო არალეგალურ მიგრაციას განიხილავს და -სა და მექსიკას შორის არსებული სასაზღვრო გამოწვევების გადაჭრის გზებს დაასახელებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ დახმარებისთვის მზად არის, მაგრამ სურს კუბასთან და ვენესუელასთან აშშ-ის ურთიერთობებში პროგრესი იხილოს, რადგან მიგრანტების დიდი ნაწილი აშშ-ში შესვლას სწორედ აღნიშნული ქვეყნებიდან ცდილობს.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე ყოველდღიურად 10,000-მდე მიგრანტს აკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როცა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის შემოღებაზე, მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, დღეს ლარი ჩამოყალიბებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო