აშშ-ის არმიამ დაარტყა იემენის დედაქალაქ სანაში ჰუთიტების ობიექტებს

Reuters-ის სააგენტომ გაავრცელა ცნობა -ის სამხედროებზე დაყრდნობით, რომ 21 დეკემბერს საჰაერო იერიში მიიტანეს იემენის დედაქალაქ სანაზე. ცნობით, მისი სამიზნე იყო იემენი მეამბოხეების – ჰუთიტების სარაკეტო საწყობი და სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი.
აშშ-ს სამხედრო ცენტრალური სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმები მიზნად ისახავს “ჰუთიტების იმ ოპერაციების ჩაშლას და დასუსტებას, როგორიცაა თავდასხმები აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო გემებსა და სავაჭრო გემებზე სამხრეთ წითელ ზღვაში, ბაბ ალ-მანდებსა და ადენის ყურეში”.
არმიის თანახმად, მან ზუსტი წერტილოვანი დარტყმა განახორციელა სანაზე. მანამდე საჰაერო თავდასხმების შესახებ იტყობინებოდა იემენის ჰუთიტების ტელევიზია AL MASIRAH TV-ი.
ჰუთიტებმა, რომლებსაც ეხმარება და ზურგს უმაგრებს ირანის ისლამური რესპუბლიკა, მანამდე რაკეტა ესროლეს თელ-ავივს. ს არმიამ 21 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვერ მოახერხა გადაეტაცა რაკეტა, რომელიც ჰუთიტებმა ისროლეს. შედეგად რაკეტა თელ-ავივში, იაფის რაიონში ჩამოვარდა, დაშავდა 16 ადამიანი.
Reuters-ის ცნობით, ბევრი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი. თვითონ ჰუთიტებმა განაცხადეს, რომ იაფაში ბალისტიკური რაკეტა ესროლეს „სამხედრო სამიზნეს“.
ორი დღით ადრე ისრაელმა იერიში მიიტანა იემენის ნავსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იმ არეალებში, რომლებსაც ჰუთიტები აკონტროლებენ.