აშშ და ისრაელი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

-ს და ს მთავრობები უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები 8 ერთეული სისტემის გადაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ Patriot-ის თავდაცვის სისტემები სესხის ფორმით ისრაელს გადასცა და ამჟამად ისრაელში არსებული სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზეა საუბარი. მოლაპარაკებებში ჩართულები არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი . ასევე მიმდინარეობს პირდაპირი დიალოგი სა და ისრაელს შორის.
WSJ-სთან საუბრისას მოლაპარაკებებში ჩართულმა ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გადაწყვეტილი არაფერია. ამჟამად უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 4 სისტემას ფლობს.