აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ბრიუსელში ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
აქვე ნათქვამია, რომ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.
“მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, მიმოიხილავენ მის მიღწევებს და გამოავლენენ კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკის მომავლისთვის” – აღნიშნულია ტექსტში.
მინისტერიალამდე ბრიუსელში დღესვე იკრიბება საგარეო საქმეთა საბჭო. მთავარ განსახილველ თემებად უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესია და ისრაელში არსებული ვითარება სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად

ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა- საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ

ირაკლი ყანდაშვილი: ასოციაცია ყოველთვის იქნება დისტანცირებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან და ინტერესისგან, სწორედ ამაში მდგომარეობს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სიძლიერე