აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად უსწორდებიან [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზრიზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ღამით დაახლოებით 01:00 საათზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩიხებში მისდევდნენ და დამარტოხელებულ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
შსს-ის თანამშრომლებმა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იძალადეს სამ ჟურნალისტზე. მათ შორის არიან გამოცემების „ტაბულას“, „აპრილი მედიის“ და „პუბლიკის“ ჟურნალისტები.
კადრებში ჩანს როგორ მისდევენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებიან მათ.
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში