აქციის მონაწილეებმა, ინგოროყვას ქუჩაზე, ალყაში მოაქციეს ჯიპი, რომელიც მათივე აზრით, სამთავრობო ავტომანქანა იყო

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ინგოროყვას ქუჩაზე, ინციდენტი მოხდა.
აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს ჯიპს, რომელიც მათივე აზრით, სამთავრობო ავტომანქანა იყო, ვინაიდან “დაბურული მინები ჰქონდა”.
აქციის მონაწილეებმა ავტომანქანას წყალი შეასხეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგეებმა მთავრობის სახლთან პარლამენტიდან გადაინაცვლეს და პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიამ ლექსმანი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობასა და პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს – აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ