აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ შესასვლელებთან მისვლას გეგმავენ, საიდანაც უმრავლესობის წევრები მანქანებით, საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელებთან ინაცვლებენ. ამის შესახებ მოწოდება აქციაზე გაჟღერდა.
აქციის მონაწილეები აპირებენ დახვდნენ დეპუტატებს, რომლებიც პლენარული სესიის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს სწორედ გვერდითა შესასვლელებიდან, მანქანებით ტოვებენ.
„მეგობრებო „ქართული ოცნების“ მოღალატე შემადგენლობა ამ წუთებში იქითა ეზოდან იპარება სუს-ის, კანცელარიის გავლით“, – მიმართა პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ აქციის მონაწილეებს.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების უსაფრთხოდ გადაადგილებას შესასვლელებთან მობილიზებული სპეცრაზმის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ