აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

მოგმართავთ მოსამართლეებს, მიბაძეთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდით არიან, – ასე მიმართავენ ს საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც დაკავებულთა გასამხნევებლად მივიდნენ.
მოქალაქეები სასამართლოს მიმართავენ და საპროტესტო აქციაზე დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
“სამართალდამცავებს ვთხოვთ, რომ გაათავისუფლონ გზა, მსვლელობას ჭავჭავაძის ქუჩაზე ვგეგმავთ. დეფაქტო ხელისუფლება ვერ შეაშინებს აქ შეკრებილებს, მოპარული თ არალეგიტიმურები არიან. ჩვენი გზა მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია”, – აცხადებენ სასამართლოსთან შეკრებილები.