აქციის მონაწილეების წინააღმდეგ “ოცნების” კანონი არასრულწლოვნებზე არ გავრცელდება

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ “ოცნების” კანონი არასრულწლოვნებზე არ გავრცელდება – დღეს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენის დროს კანონპროექტის წარმდგენმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, ასეთი ჩანაწერის გაკეთება “მიზანშეწონილი აღარაა”
· კომიტეტმა კანონპროექტი მე-3 მოსმენით მიიღო და საკითხს ასევე III მოსმენით პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით დღესვე უყრიან კენჭს.
“როგორც მეორე მოსმენის განხილვის დროს გამართულ სხდომაზე გავაკეთეთ დათქმა კონკრეტული ჩანაწერის 347-ე მუხლში და ასევე 353-ე ტერცია მუხლთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან კონსულტაციების საფუძველზე, აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების საჭიროებაც მიზანშეწონილი აღარ გახდა”. – თქვა გორდულაძემ.
· ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
· ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც -ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
· ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე.
ცნობისთვის, კანონის გავრცელებას არასრულწლონებზე, დღეს ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის, ნინო წილოსანიც, აანონსებდნენ.